მეცნიერების თქმით ღორის გრიპით მსოფლიოში ღორების მეოთხედი განადგურდება

მეცნიერების განცხადებით, მსოფლიოში ღორების მეოთხედი შესაძლოა ღორის გრიპით მოკვდეს, დაავადებით რომელიც სწრაფად ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ხელისუფლებები ცდილობენ გაუმკლავდნენ აფრიკის ღორის ციების გავრცელებას.

დოქტორ მარკ შიპის თქმით, მსოფლიოში ღორების რაოდენობის მკვეთრმა შემცირებამ შესაძლოა, ღორის ხორცის დეფიციტი და მაღალი ფასები გამოიწვიოს. ასევე მოსალოდნელია ღორისგან დამზადებული პროდუქტების დეფიციტი, მათ შორის ჰეპარინისაც, რომელიც მოქმედებს როგორც ანტიკოაგულანტი და ხელს უშლის სისხლში შედედების წარმოქმნას.

მარკ შიპის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ეს სახეობა გადაშენდება, თუმცა ღორების მასობრივი სიკვდილი ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.  

Facebook Comments

ახალი დადებული