სოციალური ქსელები და მედია

Postv- ჩვენ უარს ვამბობთ აღნიშნული თემის გაშუქებაზე

Postv-ს საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს პატრიარქი არა მხოლოდ ქართული ეკლესიის წინამძღოლი, არამედ უდიდესი მორალური ავტორიტეტია. ნებისმიერ განცხადებას, რომელიც შეურცხყოფს მის უწმინდესობას, ჩვენ აღვიქვამთ იმ ბინძური კამპანიის ნაწილად, რომლის მიზანი ქართული ეკლესიის მიმართ უნდობლობის დათესვა და მისი წინამძღოლის ავტორიტეტის დაკნინებაა.

ჩვენი კომპანია შეგნებულად არ შეუწყობს ხელს მისი უწმინდესობისა და ქართული ეკლესიის შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირებას. რადგანაც ინფორმაციის ნებისმიერი სახით გავრცელებისას, თუნდაც საჯარო ინტერესის დაკმაყოფილებისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, უნებურად და განუზრახვლად მაინც მოგვიწევს შეურაცხმყოფელი განცხადებების ციტირება, ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ აღნიშნული თემის გაშუქებაზე.

ეს არის “Postv”-ს გუნდის მიერ მიღებული ერთსულოვანი და მტკიცე გადაწყვეტილება, გნებავთ – სარედაქციო ცენზურა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni