დიდ დიღომში ძაღლები დახოცეს

დიდ დიღომში სამი ძაღლი დახოცილი იპოვეს. ძაღლებს ჭრილობები სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდრზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

Facebook Comments

ახალი დადებული