Uncategorized მოგზაურობა

საქართველოსა და ინდოეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ინდური დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo (InterGlobe Aviation Limited) შემოდის. დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე პირველი რეგულარული რეისი 2020 წლის 5 მარტს შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში (სრულდება 28 მარტს) ავიაკომპანია ფრენებს ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს.

პირდაპირი ავიარეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია IndiGo-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმებას 2018 წელს მოეწერა ხელი.

Facebook Comments