ხელოვნება და კულტურა

ბონ ჯოვიმ 2 რესტორანი გახსნა, სადაც უფულოებს უფასოდ მოემსახურებიან

ბევრმა არ იცის, რომ 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი ბონ ჯოვი აქტიური ფილანტროპი და მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის სულის ჩამდგმელია,-ამის შესახებ Newsner. წერს. 

პროექტი Soul Kitchen – ჯონ ბონ ჯოვის ფონდის მიერ დაარსებული რესტორანია, რომელსაც თავად მომღერალი კურირებს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები, ვისაც ფული აქვთ, 20 დოლარს იხდიან, ხოლო უფულოებს შეუძლიათ, უფასოდ მიირთვან, შემდეგ კი, მოხალისეებად უნდა იმუშაონ სამზარეულოში, ან ბაღში, სადაც მოსავალი მოდის.

Soul Kitchen-ის ვებგვერდის თანახმად, კერძების დიდი ნაწილი , 51% შემოწირულობით ფნანსდება დანარჩენი კი, და მოხალისეების ხარჯზე. 

ბონ ჯოვიმ თავისი პირველი „სულის სამზარეულო“ მშობლიურ ქალაქ ნიუ-ჯერსიში გახსნა, მეორე კი, 2012 წელს ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ რაიონთან. პროექტი საქველმოქმედოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რესტორანი მომხმარებლებს უხარისხო პროდუქციას სთავაზობს. 

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni