ხელოვნება და კულტურა

გუშინ პოეტ მანანა სიამაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

გუშინ, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში პოეტ მანანა სიამაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მეგობრებმა, კომპოზიტორებმა და შემსრულებლებმა სცენაზე „იაგუნდის“ ტექსტის ავტორის შემოქმედება წარმოადგინეს და მისი სიცოცხლის ბოლო წლები გაიხსენეს.

ძნელად მოიძებნება ქართული ესტრადის მომღერალი, რომლის რეპერტუარშიც მანანა სიამაშვილის ტექსტზე შექმნილი სიმღერა არ არის. პოეტმა, რომელიც ასევე მუსიკოსიც იყო, კარგად იცოდა, როგორ მისადაგებინა მუსიკისთვის ტექსტი. მისი ავტორობით შექმნილი სიმღერების წარმატებაში სწორედ ტექსტებს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი.

მანანა სიამაშვილს ბევრი თბილისის კოლორიტადაც თვლიდა. ის უზადო გემოვნებით, იუმორითა და ცხოვრების სიყვარულით იყო გამორჩეული.

მანანა სიამაშვილი ვერაგ დაავადებას ებრძოდა, ის 1 წლის წინ გარდაიცვალა. 

იმ სიყვარულს გაიხსენებ, იმ ქუჩისკენ ხელს გაიშვერ,

სხვაგან წასვლა რომც მოგინდეს, ეს ქალაქი არ გაგიშვებს

შეიყვარებ უცხო ღიმილს, გზად შეხვდები სადღაც ისევ,

სხვაგან წასვლა რომც მოგინდეს, ეს ღიმილი არ გაგიშვებს,

მერე გული დაიტოვებს სიხარულით ნასროლ სიტყვებს

სხვაგან წასვლა რომც მოგინდეს, ეს სიტყვები არ გაგიშვებს

მტრედისფერი გათენების სიხარული გაგაგიჟებს

ხან აგავსებს საყვედურით, ხან თავზე ხელს გადაგისმევს​

სხვაგან წასვლა რომც მოგინდეს, ეს ქალაქი არ გაგიშვებს
მტრედისფერი გათენების სიხარული გაგაგიჟებს

გულს გაგითბობს გაზაფხული და ცა ფირუზს დაგასიზმრებს​
ხან აგავსებს საყვედურით, ხან თავზე ხელს გადაგისმევს

​სხვაგან წასვლა რომც მოგინდეს, ეს ქალაქი არ გაგიშვებს

მანანა სიამაშვილი

Facebook Comments