სპორტი

რონალდუს დედა საფეხბურთო მაფიას მისი შვილისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს

ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვადის კრიშტიანუ რონალდუს დედა დოლორეს ავეირუ საფეხბურთო მაფიას მისი შვილისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ფეხბურთელის დედასთან ინტერვიუ გამოცემა SIC Noticias-მა გამოაქვეყნა.

„კრიშტიანუ რომ ინგლისელი ან ესპანელი ყოფილიყო, მას უფრო მეტი „ოქროს ბურთი“ ექნებოდა. ის პორტუგალიელია და საფეხბურთო მაფია ყველაფერს აკეთებს, რათა მან ჯილდოები არ მიიღოს. არ ვიცი, მისცემენ თუ არა კრიშტიანუს წელს „ოქროს ბურთს“, თუმცა მე ამის მჯერა“, – განაცხადა დოლორეს ავეირუმ.

კრიშტიანუ რონალდუმ „ოქროს ბურთი“ 2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში მიიღო. მიმდინარე წელს „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული 2 დეკემბერს დასახელდება. ფავორიტებად სპეციალისტები „ლივერპულის“ ნიდერლანდელ მცველს ვირჯილ ვან დაიკს და „ბარსელონას“ არგენტინელ კაპიტანს ლიონელ მესის ასახელებენ.

Facebook Comments