ჯანდაცვა

უქუდოდ სიარული საშიშია, შესაძლოა, გამელოტდეთ – რუსეთში მოსახლეობას აფრთხილებენ

რუსეთში ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ცივ ამინდში უქუდოდ სიარულმა შესაძლოა, ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს და გამოიწვიოს მაგალითად, მენინგიტი და გამელოტებაც კი. თავის დასაცავად საჭიროა ქუდი და არა თბილი ყურსასმენები, რადგან ისინი შუბლს არ ფარავენ. ამის შესახებ РИА Новости წერს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რინა ზასლავსკაია წერს, რომ ქუდი გადაციებისგან იცავს ყურებსა და შუბლს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ანთებითი პროცესი განვითარდეს, ან ინფექცია გამწვავდეს. ექიმი-ტრიქოლოგები კი, ამტკიცებენ, რომ თეორიულად, სიცივემ შესაძლოა, თმის ცვენა გამოიწვიოს. 

„ხდება სისხლძარღვების სპაზმი, რომლებიც კვებავენ თმას, ანუ თეორიულად, ეს შესაძლებელია. ასევე საჭიროა ყურების დაცვა, რადგან ნებისმიერი ოტიტი ანთებას იწვევს, ანთება კი, ანტიბიოტიკებს მოითხოვს, რაც ასევე თმის ცვენას უწყობს ხელს“,-აცხადებს ექიმი.  

პროფესორები მოსახლეობას სწორი თავსაბურავის შერჩევის რეკომენდაციას აძლევენ. ტრიქოლოგების თქმით, ქუდი უნდა იყოს შერჩეული ამინდის მიხედვით. „თუ ტემპერატურა – 5-10  გრადუსია, ქუდი მსუბუქი ტრიკოტაჟის უნდა იყოს, რომ თავი არ გადახურდეს. ჩვეულებრივ, კარგია მსუბუქი შალი. თუ ტემპერატურა -10 გრადუსზე დაბალია, ქუდს დამატებით რამე გამათბობელი უნდა ჰქონდეს.  ექიმების რეკომენდაციაში წერია, რომ ზედმეტად თბილი ქუდიც საზიანოა, თავის გაოფლიანება და კანის საფარის გადახურება უსიამოვნო შეგრძნებებს და თავის ტკივილს გამოიწვევს. ოფლი ხელს შეუწყობს თმებში სოკოსა და ბაქტერიების გამრავლებას, რაც ქერტლს იწვევს. ამავე მიზეზით, ტრანსპორტსა და შენობებში ქუდი აუცილებლად უნდა მოიხადოთ.  

Facebook Comments