კრიმინალი

გია უდესიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გამოძიების მტკიცებით, უდესიანმა სხვა პირებთან ერთად ერთ-ერთი ბიზნესმენი გაიტაცა და ქონება წაართვა.

შეგახსნებთ, რომ გია უდესიანს ბრალი კუს ტბის წილების იძულების დათმობის საქმესთან დაკავშირებით აქვს წაყენებული. ამავე საქმეზე მასთან ერთად ბრალდებულია სასჯელაღსრულების ნომერ მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე. უდესიანი ბოლო წლებია საქართველოში არ იმყოფება.

Facebook Comments