რელიგია

პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს – პეტრე ცაავამ ჭყონდიდის ეპარქია დატოვა

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ ეპარქია დატოვა. ყოფილმა მიტროპოლიტმა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მოილოცა, რის შემდეგაც ეპარქია დატოვა. მასთან ერთად ეპარქია დატოვა ხუთმა მონაზონმა.

„სადაც იქნება მეუფე პეტრე, იქ ვიქნებით ჩვენც“ , – განაცხადა იღუმენია თამარ გამყრელიძემ.

ამასთან, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ინჩხურის ტაძარი დატოვა წინამძღვარმა ანდრია სარიამ.

ჭყონდიდის ეპარქიიდან წასვლამდე პეტრე ცაავამ პრესკონფერენცია გამართა. მას ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია, სად გააგრძელებს სასულიერო საქმიანობას.

„მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს“, – განაცხადა მან

Facebook Comments