რელიგია

პანკისის უხუცესთა კავშირი -საქართველოს პატრიარქი სიკეთის და ჭეშმარიტი მართლმორწმუნის განსახიერებაა

პანკისის უხუცესთა კავშირი განცხადებას ავრცელებს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

„უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ აღმაშფოთებელი და ყოვლად მიუღებელია საქართველოს პატრიარქისადმი გამოთქმული უხამსი განცხადებები. ადამიანის მიმართ, რომელიც არა მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანების, არამედ საქართველოში მცხოვრები ყოველი კონფესიის წარმომადგენელთა გულშემატკივარიცაა.

არასდროს გვავიწყდება მისი განსაკუთრებული და მზრუნველი დამოკიდებულება პანკისში მცხოვრები პატარა ეთნოსის – ქისტებისადმი. მისი უშუალო ჩარევითა და დაინტერესებით გადაწყდა უამრავი საჭირბოროტო საკითხი ხეობაში.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მისდამი ჩვენს დამოკიდებულებებში ვერავითარი ბინძური პოლიტიკა თუნდაც უმნიშვნელო ბზარს ვერ შეიტანს, რადგანაც სწორედ იგია სიკეთის, ჭეშმარიტი მართლმორწმუნის განსახიერება და ასეთად დარჩება ჩვენს გულებში“, – ნათქვამია უხუცესთა კავშირის განცხადებაში.

პანკისის სათემო რადიო

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni