ისტორია გამამართლებს და ძეგლსაც დამიდგამენ – პეტრე ცაავა

მზად ვარ – აი, რომც ჩავიქოლო, მზად ვარ. ისტორია გამამართლებს და დარწმუნებული ვარ, ძეგლსაც დამიდგამენ – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა

“ის არის ცბიერი და მზაკვარი ადამიანი. ეს ამას ამბობს და სინამდვილეში ხალხს აიძულებს, მე გამასამართლონ ლინჩის წესით. ფაქტობრივად, მეუფე ითხოვს პატრიარქის ხელშეუხებლობას და ჩემი ლინჩის წესით გასამართლებას. მე მზად ვარ – აი, რომც ჩავიქოლო, მზად ვარ. ისტორია გამამართლებს და დარწმუნებული ვარ, ძეგლსაც დამიდგამენ”, – განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ, მეუფე ნიკოლოზმა საბერძნეთიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ პეტრე ცაავა ილია მეორის ლინჩის წესით გასამართლებას გეგმავს.

ცნობისთვის,გასულ კვირას წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა და პატრიარქის გადაწყვეტილებით  ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელთმთავრობიდან განაყენეს. მეუფე პეტრე  პატრიარქის გადაწყვეტილება უსამართლოდ შეაფასა და ქართული ეკლესია და მისი ლიდერი მამათმავლების მფარველობაში დაადანაშაულა.

წყარო:2020news.ge

Facebook Comments
%d bloggers like this: