პარლამენტი, ხვალ, ვანო ზარდიაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხს განიხილავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ხვალ განიხილავს.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვებაზე განცხადება 7 ოქტომბერს გააკეთა.

ზარდიაშვილის თქმით, ის ტალახის სამიზნე აღმოჩნდა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები და არასრულწლოვანი შვილები ფსიქიკურ წნეხს განიციან. მისი განმარტებით, სწორედ ეს გახდა მისი პარლამენტიდან წასვლის მიზეზი.

როდესაც პარტიული სიით არჩეული დეპუტატი მანდატს ტოვებს, მას საარჩევნო სიის მომდევნო კანდიდატი ანაცვლებს. სიით მომდევნო კანდიდატი ირაკლი ზარქუაა, თუმცა მან პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა და თბილისის საკრებულოს დეპუტატად დარჩა. ირაკლი ზარქუას შემდეგ სიით მომდევნო კანდიდატი თემურ გოცირიძეა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: