რესპუბლიკის მოედანზე შმაქსისტების აქცია-მსვლელობა დაიწყო

რესპუბლიკის მოედანზე შმაქსისტების აქცია-მსვლელობა დაიწყო. ისინი საპატრულო პოლიციის მიერ „შმაქსისტების“ მიმართ დამოკიდებულებას და მათი აზრით, უკანონო დაჯარიმებას აპროტესტებენ. შმაქსისტებს ახალი მოთხოვნა აქვთ – ზურაბ ჯაფარიძესთან სადებატოდ ტელევიზიაში კახა კალაძის ან შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მისვლას ითხოვენ. შმაქსისტების კოლონა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორთაჭალის შენობისკენ გადაადგილდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: