Advertisements

უკრაინის ელჩი: რუსეთს არ სურს საქართველო და უკრაინა თავისუფლები იყვნენ

“საქართველოში და უკრაინაში ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის მტერი და რატომ გვაქვს ასეთი მოცემულობა”,– ამის შესახებ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა, ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

Nusagi

“ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, უნდა შევძლოთ, რომ ვიყოთ ძლიერები თუმცა, ეს არაა საკმარისი. საქართველოს 20% კვლავ ოკუპირებულია, ყირიმი კი, ანექსირებული. აღმოსავლეთ უკრაინაში ჩვენ ვხედავთ დაუსრულებელ ომს. საქართველოში და უკრაინაში ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის მტერი და რატომ გვაქვს ასეთი მოცემულობა. ეს არ არის ცხინვალსა თუ აფხაზეთში მყოფი დე-ფაქტო ხელისუფლების თუ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერების საკითხი, საქმე რუსეთის პოზიციაშია. რატომ? ეს ნათელია, რადგან მათ არ სურთ, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, მათ არ სურთ, რომ ვიყოთ თავისუფლები”, – განუცხადა “რუსთავი 2” -ს დოლგოვმა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed