პოლიტიკა

გიგა ბოკერია: თუ არ მუშაობ იმაზე, რომ მტერს პოლიტიკური ტკივილი მიაყენო, ის მოგაყენებს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცება ხელისუფლების არაეფექტიანი პოლიტიკის შედეგია.

“ქვეყანას ხელისუფლება იმისთვის ჰყავს, რომ მინიმუმ, ყველა მშვიდობიანი მეთოდი გამოიყენოს, რათა პოლიტიკური ფასი გადაახდევინოს რუსეთს. პრობლემა იმაშია, რომ დღეს როცა ჰკითხავთ, გეტყვიან რომ საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენეს, ამავდროეულად, ჩვენ რომ ვთქვით სანქციები დაეკისროს რუსეთს, მაშინ მოღალატეებად გამოგვაცხადეს. როცა შენმა მტერმა იცის, რომ შენ არ მუშაობ იმაზე, რომ მას პოლიტიკური ტკივილი მიაყენო, ის მოგაყენებს ტკივილს უპრობლემოდ”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ქვეშის მცხოვრები 28 წლის ზაქრო ბუთხუზი გაიტაცეს.

Facebook Comments