ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე საკუთარ ბინის გარეთ, დერეფანში გარდაცვლილი იპოვეს

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე საკუთარ ბინის გარეთ, დერეფანში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას ამის შესახებ “ნეთგაზეთი” ავრცელებს.

იასონ წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია.

„ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. ამ წუთებში უტარდება ექსპერტიზა. ოჯახმა სრულიად შემთხვევით იპოვა ბინის გარეთ, დერეფანში წაქცეული. რატომ, როგორ, გაურკვეველია. არაფერი არ აწუხებდა ადამიანს. არ ვიცით ჯერჯერობით, ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს,“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ ეპისკოპოსის ოჯახის ახლობელმა.

იასონ წამალაიძე 50 წლის იყო და როგორც ოჯახის ახლობელი გვეუბნება, ჯანმრთელობას არ უჩიოდა.

გარდაცვლილი ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე სამგორში, მეტრომშენის დასახლებაში მდებარე ეკლესიაში მსახურობდა. ეს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაშია.

შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: