ეს საინტერესოა

„ეშმაკის თითები“ 20 წლის შემდეგ პირველად იპოვეს

ბრიტანეთში, ქალაქ ბრისტოლის მახლობლად ველური ბუნების დაცვის ფონდის თანამშრომლებმა უიშვიათესი სოკო იპოვეს. ამის შესახებ The Sun იუწყება.

ანტურუს ანჩერა, რომელსაც ასევე ეშმაკის თითებს უწოდებენ, ჰელოუინის დღეს იპოვეს. სოკო გამოირჩევა დამპალი ხორცის სუნით, აქვს კვერცხისებური სხეული, რომელსაც 4-დან 7 გრძელი წანაზარდი აქვს. შემდეგ ისინი იშმლებიან და რვაფეხას საცეცებს ემსგავსებიან, რომელიც მუქი ფერის ლორწოს უშვებს და საშინელი სუნი აქვს. 

სოკო ნიადაგში იზრდება და მკვდარი, გახრწნილი ქსოვილით იკვებება. მიუხედავად იმისა, რომ საშიში შესახედავია, სოკო სრულიად უვნებელია. ბოლოს ის 20 წლის წინ გამოჩნდა. 

Facebook Comments