უცხოური მედია

„მორიგ მზაკვრობასთან გვაქვს საქმე – ფილმის ბილეთები გადამოწმებულ თანამოაზრეებს შეასყიდინეს და დაურიგეს“

ორგანიზაცია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა თბილისისა და ბათუმის ინოთეატრებში გეი-ურთიერთობაზე შექმნილი ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

„მორიგ მზაკვრობასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, თავიდანვე ყველაფერი გათვლილ-გაანგარიშებული ჰქონდათ, რომ ბილეთები შემთხვევითი, ან სეანსის ჩაშლით დაინტერესებული პირების ხელში არ აღმოჩენილიყო, ამიტომაც ვერ აპიარეს მართული ტელევიზიებით სალაროებთან ცოცხალი რიგები.
ვერც ინტერნეტით და ვერც სატელეფონო კომუნიკაციით შეძლებდა ვინმე ბილეთების დაჯავშნას. ბილეთები შეასყიდინეს და დაურიგეს გადამოწმებულ თანამოაზრეებს, საელჩოების, ,,ილიაუნის” და არასამთავრობოების წარმომადგენლებს, რომ კინოთეატრების დარბაზებში ყველაზე სანდო პირები აღმოჩენილიყვნენ.
მათი მიზანია ფილმის ჩვენებამ ტრიუმფით (სეანსის დამთავრებისას მქუხარე აპლოდისმენტებით) ჩაიაროს, თითქოს დამსწრეთაგან არავინ უკმაყოფილო არ დარჩენილა, ხოლო ეკლესიის პოზიცია და საზოგადოების უმრავლესობის პროტესტი თითქოს ჩამორჩენილ რეტროგრადთა ფობიაა…
ხელისუფლება კი ნაციონალებს აბრალებს ამ უმსგავსობას, არადა მის ვირეშმაკობას ხალხი ადვილად ხვდება და სვამს კითხვას: რაღა ხელისუფლება ხარ, თუკი შენი ქვეყნის ყველაზე საკრალურ ღირებულებებს თვალწინ გიბილწავენ, შენ კი როსკიპი ქალივით თითქოს ვერაფერს ამჩნევ და შედეგს ,,ოპოზიციას” აბრალებ?!“ – წერს ლეწვან ჩაჩუა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი ინტერესის გამო, თბილისსა და ბათუმში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ყველა ბილეთი გაყიდულია. 

Facebook Comments