რელიგია

სასულიერო პირების განცხადება – პეტრე ცაავას უღირს ქმედებას მხარი დაუჭირა ერთადერთმა მიტროპოლიტმა

პეტრე ცაავას უღირს ქმედებას ღიად მხარი დაუჭირა ერთადერთმა მიტროპოლიტმა, ეს არის ფოთელი მიტროპოლიტი გრიგოლი,-ამის შესახებ სასულიერო პირების ვიდეომიმართვაშია ნათქვამი.

მათი თქმით,  ფოთელმა მიტროპოლიტმა კამერების წინაშე განაცხადა, რომ პეტრე ცაავას მიმართ გადაწყვეტილება ნაჩქარევია და საკითხი რომელიც მან დააყენა, უნდა იყოს განხილული.

„ეს არის გნებავთ, ირიბი, გნებავთ პირდაპირი მხარდაჭერა პეტრე ცაავას ყოვლად მიუღებელ და ამორალურ ქმედებაში. დავუშვათ, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც კამერების წინ იტყვის: „მე ბრალს ვდებ მეუფე გრიგოლს უმძიმეს ცოდვაში, მოვიყვან არა ერთს, არამედ 20 მოწმეს“. ამას რომ რომელიმე მღვდელმა, ეპისკოპოსმა მხარი დაუჭიროს, რას იტყვის მეუფე გრიგოლი? მან ხომ შესანიშნავად იცის, როგორ უნდა გაკეთდეს საეკლესიო სამართლის მიხედვით ეს ყოველივე. ეს ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ საეჭვო გახდეს ადამიანის ზნეობა. ასე ეპისკოპოსი არ უნდა ლაპარაკობდეს. ამისთვის არის შესაბამისი ადგილი“,-აცხადებენ სასულიერო პირები.

მათივე თქმით, სინოდის სხდომას საეჭვოდ დაემთხვა  ცნობილი მოდერნისტის, პერგამოს მიტროპოლიტ ზიზიულასის ვიზიტი მეუფე გრიგოლთან.

„ბოლო დროს გახშირდა ფოთის „ახალ ქართულ უნივერსიტეტში“ საეჭვო ცნობიერების ადამიანებისთვის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭება, მე არ ვიცი, ეს რა უნივერსიტეტია. თუმცა ამჯერად ეს ხარისხი სწორედ ზიზიულასს გადაეცა. პერგამოს მიტროპოლიტი ზიზიულასი მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის მარჯვენა ხელია. ის ცნობილი მოდერნისტი და ეუმენისტური მოძრაობის აქტიური მონაწილეა, 2007-2011 წლებში ის იყო ორმხრივი მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის მონაწილე, ის არ ერიდებოდა მართლმადიდებლების შანტაჟს, მისი ღვთისმეტყველება ეკლესიურობისთვის დიდი საფრთხის შემცველია. მისი აზრით, ეკლესია ერთი კი არ არის, როგორც სახარებაში წერია, არამედ რამდენიმეა და მათ დები ეწოდებათ. ეს არის ახალი რელიგიის შექმნა. ასეთი ხალხი რელიგიის საპატიო დოქტორები კი არ უნდა ხდებოდნენ, მათი განკანონება უნდა მოხდეს“,-აცხადებს დეკანოზი დავით ისაკაძე.

მისი თქმით, მიტროპოლიტი გრიგოლიც ცნობილია თავისი მოდერნისტული შეხედულებებით, ის 12-14 წლის წინ ორ სხვა ეპისკოპოსთან ერთად დილობდა, სინოდალური მმართველობა შემოეტანა და დაპირისპირებოდა საპატრიარქოს საყდარს. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni