ჯანდაცვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ “ბიუ-ბიუს” წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ „ბიუ-ბიუს“ წარ­მო­ე­ბის ქათ­მის ხორ­ცში სალ­მო­ნე­ლა გა­მო­ავ­ლი­ნა. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 21 ოქ­ტომ­ბერს მათ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის­გან შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღეს, რეს­ტო­რან­ში “ლუ­დის ქარ­ხა­ნა ჩემო კარ­გო” 11 პი­რის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის ფარ­გლებ­ში, სა­ა­გენ­ტომ იმა­ვე დღეს ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტორ­თან არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

“ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის­თვის მოხ­და სურ­სა­თის ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა: 1) უკ­რა­ი­ნუ­ლი ქათ­მის ბარ­კა­ლი 2) „ბიუ-ბიუ“-ს ქათ­მის ფრთე­ბი (ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტი) 3) „ბიუ-ბიუ“-ს ქათ­მის ფილე და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი. სა­ა­გენ­ტომ მიკ­ვლე­ვა­დო­ბის მიზ­ნით, კონ­ტრო­ლი, წარ­მო­ე­ბის, დის­ტრი­ბუ­ცი­ის და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ყვე­ლა ეტაპ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად ქათ­მის და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი ფი­ლეს ნი­მუშ­ში რომ­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლია შპს „ჩი­რი­ნა“(ბიუ-ბიუ) და დის­ტრი­ბუ­ტო­რია შპს „ჯეო დის­ტრი­ბუ­შენ გრუ­პი“, გა­მოვ­ლინ­და სალ­მო­ნე­ლა. მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვა ასე­ვე გა­მოვ­ლინ­და უკ­რა­ი­ნუ­ლი ქათ­მის ბარ­კლის ნი­მუშ­ში (მწარ­მო­ე­ბე­ლი „Processing Complex“ უკ­რა­ი­ნა, დისრტრი­ბუ­ტო­რი შპს „სანი“) ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 25 ოქ­ტომ­ბერს, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ა­ტა­რა არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა რეს­ტო­რან­ში – “ლუ­დის ქარ­ხა­ნა ჩემო კარ­გო”, რო­მელ­საც კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის გამო შე­უ­ჩე­რა სა­წარ­მოო პრო­ცე­სი“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­მოწ­მდა ის მარ­კე­ტიც, სა­დაც ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ­მა რეს­ტო­რან­მა ნედ­ლი ქათ­მის ფილე შე­ი­ძი­ნა, სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობი­ექტს გა­მოვ­ლე­ნი­ლი კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის გამო შე­უ­ჩერ­და სა­წარ­მოო პრო­ცე­სი და 1000 ლა­რით და­ჯა­რიმ­და.

“სა­ა­გენ­ტომ, ბოლო ეტაპ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შპს „ჩი­რი­ნა­სა“ (ფრინ­ველ­თა სა­საკ­ლაო) და სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია „ჯეო დის­ტრი­ბუ­შენ გრუპ­ში“, სა­დაც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად, აღე­ბუ­ლი ხუთი ნი­მუ­ში­დან , ოთხ მათ­გან­ში” სალ­მო­ნე­ლა გა­მოვ­ლინ­და. აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ებს და­ე­ვა­ლათ სურ­სა­თის ბაზ­რი­დან ამო­ღე­ბა და შემ­დგო­მი მოკ­ვლე­ვი­სა და რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით, საქ­მე შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს გა­და­ე­ცა”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Facebook Comments