მედიცინა

„ჩუმი ბომბი“ სისხლძარღვებში – როდის ჩნდება თრომბი და ანევრიზმა

სის­ხლძარ­ღვე­ბის პა­თო­ლო­გი­ე­ბი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი ასა­კის ადა­მი­ან­თა ინ­ვა­ლი­დო­ბის, უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვე­ვი ერთ-ერთი სა­ყუ­რა­დღე­ბო მი­ზე­ზია.

ამ პა­თო­ლო­გი­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა, ე.წ. ვა­რი­კო­ზუ­ლი ვე­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბა. ის საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და ძი­რი­თა­დად ქა­ლებ­ში გვხვდე­ბა, თუმ­ცა მის­გან და­ზღვე­უ­ლი არც კა­ცე­ბი არ არი­ან. ასე­ვე, მო­მა­ტე­ბუ­ლია არ­ტე­რი­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რაც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მაა.

სის­ხლძარ­ღვე­ბის პა­თო­ლო­გი­ე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე ანევ­რიზ­მაა, რო­მე­ლიც, რო­გორც წესი, თავს მო­უ­ლოდ­ნე­ლად იჩენს ხოლ­მე და მას­ზე რე­ა­გი­რე­ბა ხში­რად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია. სწო­რედ ამი­ტომ მას „ჩუმ ბომბსაც“ უწო­დე­ბენ.

რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ან შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბი და რა სიმპტო­მებს უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა? – ამ თე­მებ­ზე აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის სის­ხლძარ­ღვთა ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი დე­ი­სა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა­ტომ ჩნდე­ბა ვა­რი­კო­ზუ­ლი ვე­ნე­ბი ქვე­და კი­დუ­რებ­ზე და რო­გო­რია მისი სიმპტო­მე­ბი?

სის­ხლძარ­ღვთა პა­თო­ლო­გი­ებ­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად ქა­ლებს აწუ­ხებთ, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თი არც კა­ცებ­შია. ამ დროს ქვე­და კი­დუ­რებ­ზე ფარ­თოვ­დე­ბა ვე­ნე­ბი, აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს არ­სე­ბუ­ლი სარ­ქვე­ლე­ბი. მისი სიმპტო­მე­ბია ფე­ხებ­ში ქრო­ნი­კუ­ლი სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბა, და­ბუ­ჟე­ბა და შე­შუ­პე­ბა, ძი­რი­თა­დად სა­ღა­მო­ო­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, პა­ცი­ენ­ტე­ბი პირ­ვე­ლი­ვე ჩი­ვი­ლე­ბის დროს არ მი­მარ­თა­ვენ ექი­მებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ა­ვა­დე­ბა ძა­ლი­ან ნელა პროგ­რე­სი­რებს, უყუ­რა­დღე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან სა­ში­ში გახ­დეს.

კონ­კრე­ტუ­ლად, რა გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს მკურ­ნა­ლო­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბა?

პირ­ვე­ლი – ეს არის თრომ­ბოფ­ლე­ბი­ტი, ანუ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვე­ნე­ბის დათ­რომბვა, როცა შე­საძ­ლე­ბე­ლია, გან­ვი­თარ­დეს ვე­ნის კედ­ლის ან­თე­ბა. ამ დროს და­ა­ვა­დე­ბა გა­და­იქ­ცე­ვა სა­ში­შად, რად­გან არ­სე­ბობს რის­კი, თრომ­ბი მო­წყდეს და გუ­ლის­კენ და­იძ­რას.

შემ­დე­გი გარ­თუ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბის უფრო გვი­ან სტა­დი­ებ­ზე ხდე­ბა. როცა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არას­დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლა მკურ­ნა­ლო­ბა, ვი­თარ­დე­ბა ტრო­ფი­კუ­ლი წყლუ­ლი. წვი­ვის არე­ში კანი იც­ვლის ფერს, ხდე­ბა მო­ყა­ვის­ფრო, ირ­ღვე­ვა კა­ნის სტრუქ­ტუ­რა. თუ ამ გარ­თუ­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი ადა­მი­ა­ნი არ მი­მარ­თავს ექიმს, შე­საძ­ლოა, კი­დუ­რის და­კარ­გვამ­დეც მი­ვი­დეს საქ­მე.

რამ­დე­ნად იო­ლია და რას მო­ი­ცავს და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა?

ამ და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა მარ­ტი­ვად, ულტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვის გზით, დუპ­ლექს სკა­ნი­რე­ბით ხდე­ბა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და და­ა­ვა­დე­ბის ასა­კი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი სწო­რედ ად­რე­ულ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას ენი­ჭე­ბა. მა­გა­ლი­თად, მე მყავს 27 წლის პა­ცი­ენ­ტი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის საკ­მა­ოდ მძი­მე ფორ­მით. თუმ­ცა, გვყავს საკ­მა­ოდ ასა­კო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტიც ათ­ჯერ მე­ტად დიდი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბით, მაგ­რამ გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე. არ არ­სე­ბობს ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა და პროგ­ნო­ზი, რა ასაკ­ში აღ­მო­აჩ­ნდე­ბა ადა­მი­ანს ეს პრობ­ლე­მა. ამი­ტომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პრო­ფი­ლაქ­ტი­კას.

რო­გო­რია მკურ­ნა­ლო­ბი­სა და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი?

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ამ და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია და დიდ ჩა­რე­ვას­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩვენ­თან კლი­ნი­კა­ში ხში­რად ვა­კე­თებთ ღია კლა­სი­კუ­რი წე­სით ჩა­რე­ვას, რაც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ვე­ნის ამო­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამით იხ­სნე­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი რთუ­ლი არ არის. პა­ცი­ენ­ტი მე­ო­რე დღეს გა­ე­წე­რე­ბა და ეძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ცი­ენ­ტმა არ უნდა მი­ი­ღოს დიდი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა. ასე­ვე, არ არის სა­სურ­ვე­ლი მძი­მე სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა და შორ მან­ძილ­ზე მგზავ­რო­ბა.

მე­ო­რე ტი­პის ჩა­რე­ვა კი­დევ უფრო მარ­ტი­ვია. ჩვენ გვაქვს გერ­მა­ნუ­ლი აპა­რა­ტი „ბი­ო­ლი­ტეკ ლე­ო­ნარ­დო“, რო­მე­ლიც უახ­ლე­სი მო­დე­ლია ლა­ზე­რუ­ლი აბ­ლა­ცი­ის­თვის. ეს პრო­ცე­დუ­რა ოპე­რა­ცი­ას­თან შე­და­რე­ბით კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბად ინ­ვა­ზი­უ­რია. ეს არ არის სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ქი­რურ­გია, ეს არის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი ქი­რურ­გია. პა­ცი­ენ­ტი დი­ლით მო­დის, იკე­თებს ამ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას და 2 სა­ათ­ში სა­კუ­თა­რი ფე­ხით ტო­ვებს კლი­ნი­კას. ის არ სა­ჭი­რო­ებს ანეს­თე­ზი­ას, არ აქვს ჭრი­ლო­ბა, არის მხო­ლოდ პა­ტა­რა ნა­ჩხვლე­ტი და, მაქ­სი­მუმ, 3 სა­ათ­ში პა­ცი­ენ­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლია.

რა­ტომ აქ­ტი­ურ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე და რო­გო­რია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი?

დიახ, ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბა ზა­ფხულ­ში, რად­გან მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას გავ­ლე­ნა აქვს სის­ხლძარ­ღვებ­ზე. სი­ცხე­ში სის­ხლძარ­ღვე­ბი ფარ­თოვ­დე­ბა, მა­ტუ­ლობს სტა­ზი და შე­შუ­პე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რდე­ბა ჩი­ვი­ლე­ბი. ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა პა­ცი­ენ­ტებს ქრო­ნი­კუ­ლად აქვთ, უბ­რა­ლოდ, ზა­ფხულ­ში მწვავ­დე­ბა და სით­ბოს გამო სიმპტო­მე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ას, კარ­გია ცურ­ვა, რო­გორც ზღვა­ზე, ისე აუზ­ზე, თუმ­ცა დი­ლის მო­ნაკ­ვეთ­ში, როცა მზე ძა­ლი­ან მცხუნ­ვა­რე არ არის. ასე­ვე, სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ცხე­ლი ქვი­შა, რუჯი, მზის ქვეშ დიდ­ხანს ყოფ­ნა ააქ­ტი­უ­რებს და ამ­რავ­ლებს და­ზი­ა­ნე­ბულ კა­პი­ლა­რებ­სა თუ ვე­ნურ კვან­ძებს. ასე­ვე, ვურ­ჩევ, გა­და­ად­გილ­დნენ ფე­ხით და ნუ მი­ი­ღე­ბენ ცხელ შხაპს, უმ­ჯო­ბე­სია თბი­ლი, სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რის წყლის გა­მო­ყე­ნე­ბა.

არ­ტე­რი­ულ პა­თო­ლო­გი­ებ­ში რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა კი­დუ­რე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში?

არ­ტე­რი­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა ათე­როსკლე­რო­ზია. ამ შემ­თხვე­ვა­ში, პი­რი­ქით ხდე­ბა – სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა, ან მთლი­ა­ნად დახ­შო­ბა ქვე­მო კი­დუ­რებ­ში. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სის­ხლძარ­ღვი ვე­ღარ ატა­რებს სის­ხლს და პა­ცი­ენტს ისე­თი სიმპტო­მე­ბი უვი­თარ­დე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა: ფე­ხის გა­ცი­ე­ბა, და­ბუ­ჟე­ბა, სი­ა­რუ­ლის გაძ­ნე­ლე­ბა, ე.წ. გარ­და­მა­ვა­ლი კოჭ­ლო­ბა.

შე­უს­ვე­ნებ­ლად ფე­ხით ჯერ 300-500 მეტრს გა­დი­ან, შემ­დეგ ეს მან­ძი­ლი თან­და­თან მცირ­დე­ბა და ბო­ლოს შე­საძ­ლოა, ადა­მი­ანს ყო­ველ 10 მ-შიც კი დას­ჭირ­დეს შეს­ვე­ნე­ბა. ფეხი ძა­ლი­ან იღ­ლე­ბა, იმის გამო, რომ კუნთს არ ჰყოფ­ნის სის­ხლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, გან­ვი­თარ­დეს თით­ზე სი­ლურ­ჯე, რაც ექიმ­თან და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი ვი­ზი­ტის სა­ფუძ­ვე­ლი უნდა გახ­დეს. ყვე­ლა­ზე დიდი გარ­თუ­ლე­ბა, რაც ათე­როსკლე­რო­ზის დროს შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს, არის გან­გრე­ნა, რო­მე­ლიც უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო შე­საძ­ლოა, კი­დუ­რის ამ­პუ­ტა­ცი­ამ­დეც კი მი­ვი­დეს.

რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია ამ შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი?

და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­შიც 2 ტი­პის ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეს არის ღია ოპე­რა­ცია და ენ­დო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი ჩა­რე­ვა, ანუ და­ხუ­რუ­ლი მე­თო­დით დახ­შუ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბის გახ­სნა. ეს და­ა­ვა­დე­ბა უფრო ხან­დაზ­მულ, 60-70 წლის ასაკ­ში იჩენს თავს. მათ­თან, ვი­საც გა­და­ტა­ნი­ლი აქვთ ინ­ფარ­ქტი, ინ­სულ­ტი ან სხვა პა­თო­ლო­გი­ე­ბი, ღია ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვი­სას რის­კე­ბი არ­სე­ბობს. ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, სტენ­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გან­ვი­ხი­ლავთ და თუ ეს გა­მარ­თლე­ბუ­ლია, პრობ­ლე­მა ერთი ჩხვლე­ტით წყდე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში არ არ­სე­ბობს ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა და სტენ­ტი­რე­ბა 80-90 წლის პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვი­საც კი წარ­მა­ტე­ბით გაგ­ვი­კე­თე­ბია.

იმ დროს, თუ სტენ­ტი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, და­ზი­ა­ნე­ბულ სის­ხლძარ­ღვს ხე­ლოვ­ნუ­რი სის­ხლძარ­ღვით ვცვლით.

რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს პა­ცი­ენ­ტმა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ?

გე­ნე­ტი­კა­სა და სქეს­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, არ შეგ­ვიძ­ლია. თუმ­ცა, თამ­ბა­ქო­სა და ქო­ლეს­ტე­რი­ნი­ა­ნი საკ­ვე­ბის აკ­რძალ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია და ამას პირ­და­პი­რი კავ­ში­რი აქვს ოპე­რა­ცი­ის შე­დეგ­თან. ათე­როსკლე­რო­ზი არ არის გრი­პი და გა­ცი­ე­ბა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­ვი­დეს. ეს არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­ში მუდ­მი­ვად არ­სე­ბობს და თუ პა­ცი­ენ­ტი რე­კო­მენ­და­ცი­ებს ზუს­ტად არ და­ი­ცავს, არის მისი გან­მე­ო­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ და­ა­ვა­დე­ბის სრუ­ლად გან­კურ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს დღეს­დღე­ო­ბით არ შე­უძ­ლია.

რას გუ­ლის­ხმობს და რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ანევ­რიზ­მა, ანუ ე.წ. ჩუმი ბომ­ბი?

ანევ­რიზ­მა არ­ტე­რი­ე­ბის პა­თო­ლო­გი­უ­რი გა­ფარ­თო­ე­ბაა, რაც საკ­მა­ოდ სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბაა და მას „ჩუმ ბომბსაც“ უწო­დე­ბენ. ანევ­რიზ­მას პირ­და­პი­რი კავ­ში­რი აქვს სი­ცო­ცხლეს­თან. მას არ აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი, რაც ადა­მი­ანს და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. მის შე­სა­ხებ პა­ცი­ენ­ტი მა­შინ იგებს, როცა ანევ­რიზ­მა სკდე­ბა და სის­ხლის და­კარ­გვის გამო, გო­ნე­ბას კარ­გავს, რაც ხში­რად ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით სრულ­დე­ბა.

ამ დროს პა­თო­ლო­გი­უ­რად ფარ­თოვ­დე­ბა არ­ტე­რი­ის კე­დე­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა მისი გას­კდო­მით დას­რულ­დეს. უმ­თავ­რე­სად ის მუც­ლის აორ­ტა­ში, თირკმლის არ­ტე­რი­ე­ბის ქვე­მოთ ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა გულ-მკერ­დი­სა და სხვა­დას­ხვა არ­ტე­რი­ის ანევ­რიზ­მე­ბიც გვხვდე­ბა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს, პა­ცი­ენ­ტებს ყო­ველ­თვის ვურ­ჩევ, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ი­ტა­რონ, რათა რე­ა­გი­რე­ბა არ დაგ­ვი­ან­დეს.

ზო­გა­დად, ვე­ნუ­რი და არ­ტე­რი­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი ის და­ა­ვა­დე­ბე­ბია, რო­მელ­თა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნას შე­უძ­ლია, დიდი როლი შე­ას­რუ­ლოს მკურ­ნა­ლო­ბი­სას. ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტებს ვთხოვ, ნუ და­ე­ლო­დე­ბი­ან გარ­თუ­ლე­ბას, პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბი­სას მი­მარ­თონ ექიმს და ჩა­ი­ტა­რონ შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვა.

წყარო:ambebi.ge/

Facebook Comments