EMC-ი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ვახტანგ გომელაურის და სოსო გოგაშვილის გამოკითხვის ოქმებს აქვეყნებს

ინფორმაცია მიაწოდა სოდ-ის უფროსმა“, – ორგანიზაციის ინფორმაციით, ნათქვამია გომელაურის გამოკითხვის ოქმში.

ამასთან, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, შეკითხვაზე: რა ნორმატიული აქტებით ხელმძღვნელობს სოდ-ი და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მათი მონაწილეობის დროს დგება თუ არა რაიმე დოკუმენტი, გომელაური აღნიშნავს: „ძირითადად ზეპირი ფორმით ვავალებ სოდი-ს უფროსს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად უზრუნველყოს საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების უსაფრთხოდ ჩატარება“. რაც შეეხება კიდევ ერთ შეკითხვას: 2017 წლის 26 დეკემბერს შედგა თუ არა საგამოძიებო გეგმა ან რაიმე წერილობითი დოკუმენტი ღონისძიებაში მონაწილე პირებისათვის, სუსი-ის ყოფილი უფროსის თქმით, „რაიმე მსგავსი დოკუმენტი არ შედგენილა“.

„როგორც ვიცი, თანამშრომლებს ზეპირად გააცნეს საქმის ვითარება“, – აღნიშნავს გამოკითხვისას გომელაური.

გომალაურს შეკითხვას უსმავენ იმაზეც, თუ რატომ ჩატარდა ღამით სპეცოპერაცია და რატომ არსებობდა ამის გადაუდებელი აუცილებლობა, რაზეც სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ასე პასუხობს: „პანკისის ხეობა განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა და სპეცრაზმის დღისით შესვლას შესაძლოა, მოსახლეობის აგრესია გამოეწვია. ამასთან , დაკავების გარდა საჭირო იყო ჩხრეკის ჩატარება და ამ ორი საგამოძიებო მოქმედების სხვადასხვა დროს ჩატარებას შესაძლოა ხელი შეეშალა გამოძიებისთვის“.

გარდა ამისა, კითხვაზე: განხორციელდა თუ არა რაიმე შიდა სამსახურებრივი შემოწმება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ამბავზე, გომელაურის თქმით, „შიდაუწყებრივი შემოწმება არ ჩატარებულა“.

გამოკითხვის ოქმის თანახმად, გომელაურის მიმართ მეტი კითხვა არ დასმულა.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე, სოსო გოგაშვილს, მისი გამოკითხვის ოქმში, რომელიც 19 აგვისტოს არის შედგენილი, წერია, რომ სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, პროპორციული ძალა გამოიყენა.

ამასთან, გოგაშვილი აღწერს, რომ 20015 წლიდან 2018 წლამდე იყო სუს-ის უფროსის მოადგილე და მის საკურატორო სფეროში შედიოდა კონტრტერორისტული დეპარტამენტი. გოგაშვილის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს დუისში ჩატარდა სპეცოპერაცია და ამ სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მითითებას, შეეცადა ხელყუმბარის აფეთქებას, რის გამოც სპეცრაზმელმა გამოიყენა პროპორციული ძალა.

გოგაშვილი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს იმყოფებოდა თბილისში, სამსახურში და დუისში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ სუს-ის მაღალჩინოსნის, ირაკლი ჩიმაკაძისგან იღებდა ინფორმაციას.

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ,ირაკლი ჩიმაკაძის გამოკითხვის ოქმი კი დათარიღებული მიმდინარე წლის 14 აგვისტოთი და ის ასეთი შინაარსისაა: „ჩიმაკაძე აღნიშნავს, რომ არის სუს-ის კტც-ს უფროსი და მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის ტერორიზმთან ბრძოლა, ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. ის აღნიშნავს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს სუს-მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ეთნიკურად ჩეჩენი პირები, რომლებიც ფლობდნენ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით კტც-ს მიერ დაწყებული იქნა გამოძიება და ადგილზე გავიდა საგამოძიებო ჯგუფი, რათა ჩაეტარებინათ ჩხრეკა და დაკავება, ვინაიდან ინფორმაცია ცეცხლსასროლ იარაღს ეხებოდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადგილზე მობილიზებულიყო სუს-ის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. ჩატარდა ოპერაცია და გაგრძელდა შემდგომი გამოძიება, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ 21 ნოემბერს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევის ჯგუფს სხვა თანამზრახველებიც ჰყავდა, რომლებიც სოფელ დუისში ცხოვრობდნენ. ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ მიაწოდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს და დაიგეგმა აღნიშნული პირების, მათ შორის თ. მაჩალიკაშვილის დაკავება, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა განჩინებები. 21 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგების გათვალისწინებით, ლიკვიდირებულ პირთა ვინაობების გათვალისწინებით, ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით დაიგეგმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მონაწილეობა . ამ დეპარტამენტის უფროსს ზურაბ ზურაბიშვილს აუხსნა ი. ჩიმაკაძემ საქმის ვითარება და ვინაიდან არსებობდა საფრთხე რომ დასაკავებელ პირებს შესაძლოა ჰქონოდათ ცეცხლსასროლია იარაღი (ჩატავეთან კავშირისა და 21 ნოემბრის ამბების გათვალისწინებით) საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე უსაფრთხო გარემოს დაკავების ადგილზე სოდ-ის წევრების უზრუნველყოფდნენ. ი. ჩიმაკაძე იყო თბილისში, ოპერაციას თბილისიდან ხელმძღვანელობდა, პანკისში იყო მისი მოადგილე პაატა ჯაჭვაძე, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას ტელეფონით. მისგანვე შეიტყო, რომ თ. მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს და მან გამოიყენა პროპორციული ზომა. ი. ჩიმაკაძე ინფორმაციას აწვდიდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს. ი. ჩიმაკაძის მიმართ სხვა რელევანტური კითხვები არ არის დასმული“, – ნათქვამია ჩიმაკაძის დაკითხვის ოქმში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: