ეს საინტერესოა

მარცხი არ ნიშნავს დასასრულს!-ცნობილი ადამიანების მარცხის ისტორიები

ცნობილი ადამიანების ცხოვრების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ პროფესიული მარცხი სულაც არ ნიშნავს დასასრულს.

ვინსენტ ვან გოგი

მარცხის ისტორია: ვინსენტ ვან გოგმა სიცოცხლეში ერთადერთი ნახატი გაყიდა და ისიც საკუთარ მეგობარზე.

წარმატების ისტორია: მან 900-ზე მეტი ნახატი შექმნა, რომლებიც დღეს უძვირფასესია.

მაიკლ ჯორდანი

მარცხის ისტორია: მაიკლ ჯორდანი სკოლის საკალათბურთო გუნდიდან გამოაგდეს.

წარმატების ისტორია: მსოფლიოს უდიდესი კალათბურთელი გახდა.

სტივ ჯობსი.

მარცხის ისტორია: სტენფორდიდან გარიცხეს, გააგდეს საკუთარი კომპანიიდანაც.

წარმატების ისტორია: შექმნა ახალი კომპანია და 49 მილიონად გაყიდა. დაბრუნდა „ეფლის“ ხელმძღვანელად.

ოპრა უინფრი

მარცხის ისტორია: დაიბადა ღატაკ ოჯახში, ჯერ კიდევ მოზარდი, მარტოხელა დედა გახდა.

წარმატების ისტორია: მსოფლიოში ცნობილი შოუს წამყვანი გახდა.

მერლინ მონრო.

მარცხის ისტორია: სამოდელო სააგენტოში ურჩიეს, მდივანი გამხდარიყო.

წარმატების ისტორია: მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს.

ბრაიან ეკტონი.

მარცხის ისტორია: არ მიიღეს სამუშაოდ „ფეისბუქზე“ და „თვითერზე“

წარმატების ისტორია: შექმნა „ვოთსაფი“ და მიყიდა „ფეისბუქს“ 12 მილიარდ დოლარად.

ჯოან როულინგი.

მარცხის ისტორია: იყო მარტოხელა დედა, 12-მა გამოცემამ უარი უთხრა .

წარმატების ისტორია: გამოაქვეყნა ციკლი ჰარი პოტერზე. დღეს ბრენდი „ჰარი პოტერი“ 13 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

სტივენ სპილბერგი.

მარცხის ისტორია : 3-ჯერ უშედეგოდ სცადა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩაბარება.

წარმატების ისტორია: გადაიღო ფილმები: „შინდლერის სია“, „ყბები“, „იურული პერიოდის პარკი“. ითვლება თანამედროვეობის საკულტო რეჟისორად. 

Facebook Comments