უცხოური მედია

ანკარაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 17 უცხოელი დააკავეს

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით უცხო ქვეყნის 17 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, დაკავების ოპერაცია ანკარის უსაფრთხოების სამმართველოს ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

სამართალდამცველების ცნობით, დაკავებამდე ეჭვმიტანილებზე ფარული მოსმენა-მიყურადება განხორციელდა. დაკავებულთა მოქალაქეობა ამ ეტაპზე უცნობია.

Facebook Comments