საზოგადოება

აქციაზე აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა

კინოთეატრ „ამირანთან“ სიტუაცია პერიოდულად იძაბება. აქციის მონაწილეები კინოთეატრისკენ ბოთლებს და სხვადასხვა საგანს ისვრიან.

„ამირანთან“ კვლავ განთავსებულია სპეცდანიშნულების რაზმი და საპატრულო პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, თუმცა „ქართული მარშის“ წარმომადგენლები და ლევან ვასაძის მხარდამჭერები სამართალდამცავების მოწოდებას არ ემორჩილებიან და კინოთეატრში შესასვლელად ადგილზე განთავსებული ბარიკადების გარღვევას ცდილობენ.

აქციაზე აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა.

Facebook Comments