უცხოური მედია

დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა

საფრანგეთში, ცნობილი დიზაინერი, პატრიკ-ლუი ვიტონი, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Tellerreport-ი წერს, Louis Vuitton-ის მოდის სახლის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

იგი სავაჭრო სახლ Louis Vuitton-ის დამაარსებლის შვილიშვილი იყო და კომპანიაში მუშაობა 1973 წელს დაიწყო, რითაც  ოჯახური ტრადიცია გააგრძელა. 

ბრენდის ისტორია კი 1854 წლიდან იწყება. ის ლუი ვიტონმა დააარსა და მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული მოდის სახლია.

Facebook Comments