საზოგადოება

ვაჟა სირაძე ჟურნალისტებს- თქვენ გაქვთ ჩაკეტილი სივრცე, და არ აძლევთ ადამიანებს გადაადგილების საშუალებას

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე ჟურნალისტებს მოუწოდებს, კინოთეატრ ამირანთან ადამიანებს გადაადგილების საშუალება მისცენ. 

„ ჩვენ დავიცავთ წესრიგს და ნებისმიერი მხარის გამოხატვის უფლებას. თუმცა, პირველ რიგში, ჟურნალისტებს ვთხოვთ, ნუ გვიშლით ხელს, თქვენ გაქვთ ჩაკეტილი სივრცე, და არ აძლევთ ადამიანებს გადაადგილების საშუალებას“,-განაცხადა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უკვე დაიწყო. 

პოლიციელებმა ფილმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ორი პირი დააკავა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ისინი სამართალდამცველების მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured