პოლიტიკა

კახა კალაძე : სად მაქვს ფილმის ყურების დრო

მედიის კითხვაზე, უყურა თუ არა ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ თბილისის მერმა კახა კალაძემ ასე უპასუხა: „სად მაქვს ფილმის ყურების დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ესეც კი არ მახსოვს“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება და ყველა ადამიანის უსაფრთხოება იქნება დაცული“,- აღნიშნა კალაძემ.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. 

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ”-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა.

Facebook Comments