პოსტები სოციალური ქსელიდან

მარინა შენგელია: შვედეთში უნიჭო ქართველი გეი ამით იმკვიდრებს თავს

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს პოლიტოლოგი მარია შენგელია ეხმაურება.

ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფილმიდან ნაწყვეტი ნახა და მიაჩნია, რომ მას არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია და უფრო, პროპაგანდას ჰგავს.

„ისე, ნაწყვეტი ვნახე დაა პორნო უფროა. და პროპაგანდის სუნი უდის,,..არანაირი მხატვრული ღირებულება.,არანაირი…

აბა ლგბტ–ები მკიდია… ხელოვნების ყველა სფეროში მთავარია ნიჭი… ის უნიჭო ქართველი გეიც შვედეთში ამით იმკვიდრებს თავს… ქართული ცეკვის მსოფლიო სახელით და უნიკალურობით… ნანიუმ იმიტომაც არ დაუთმო სუხიშვილების მოცეკვავეები…

p.s..ვახტანგ ჭაბუკიანს ოპერაში მთელის თბილისი ტაშის გრიალით ვაცილებდით…“,-წერს მარინა შენგელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ოსკარზეა წარდგენილი შვედეთის სახელით.  ლევან აკინის ფილმის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. მისი პრემიერის მოწინააღმდეგები დღეს თბილისში აქტივობებს გეგმავენ. 

Facebook Comments