Uncategorized

მინსკის კინოფესტივალზე ფილმი „და მერე ჩვენ ვიცეკვეთ“ გამარჯვებულებს შორის მოხვდა

ახლახანს მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ Listapad-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულ ფილმებს შორის ქართულ-შვედური პროექტი „და მერე ჩვენ ვიცეკვეთ“ მოხვდა.

რეჟისორ ლევან აკინის ფილმში შესრულებული როლისთვის ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

სხვადასხვა ნომინაციაში ასევე გაიმარჯვა კიდევ რამდენიმე ქართულმა პროექტმა: საუკეთესო სცენარისა და მუსიკალური გაფორმებისთვის დაჯილდოვდა დიმიტრი მამულიას ფილმი ბოროტმოქმედი, ხოლო ქართველი მსახიობი, სალომე დემურია ფილმით ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში ჟიურის რჩეული გახდა.

თბილისსა და ბათუმში პირველი ქართული სასიყვარულო გეი-დრამის პრემიერის პარალელურად აქციები იმართება.

Facebook Comments