უცხოური მედია

რუსეთში სახანძრო ნაწილის უფროსი პირომანი აღმოჩნდა

რუსეთში, ხაკასეთის სოფელ ბალისკში სახანძრო ნაწილის მეთაური ივან შნაიდერი დააკავეს, რომელსაც 6 საცხოვრებელი კორპუსში ხანძრის გაჩენა ედება ბრალად.

ამის შესახებ 7 ნოემბერს გამოცემა „ვესტი ხაკასია“ იუწყება. 

შნაიდერი სახანძრო ნაწილის უფროსად აგვისტოში დაინიშნა და ამით ძალიან ამაყობდა. სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდა თავის ფოტოებსა და მიღწევებს. თუმცა ახალი უფროსის მოსვლის შემდეგ, სოფელში 6 საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე შენობა დაიწვა. 

სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი ამოიცნეს, ის შნაიდერი აღმოჩნდა. გამოცემის ცნობით, მან ბრალი აღიარა. ბრალდებული აცხადებს, რომ ამ გზით უნდოდა თავისი დანაყოფის შემოწმება, თუ რამდენად სწრაფად შეეძლოთ რეაგირება. ის შენობებში ხანძარს შუაღამისას აჩენდა, როდესაც მორიგეობაზე არ იმყოფებოდა. 

პირომანია დაუძლეველი ლტოლვაა ცეცხლის წაკიდებისადმი, წინასწარი განზრახვის გარეშე. ის ფსიქოპათიის გარკვეული ფორმის შემთხვევაში ვლინდება.

Facebook Comments