სანდრო ბრეგაძე – მოვიდნენ და გადაგვიარონ…

„ქართული მარში“ ფილარმონიასთან 16:00 საათზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას გეგმავს. სანდრო ბრეგაძეს თქმით, დღეს “გეი პროპაგანდის” წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართება.

ბრეგაძის თქმით, აქტივისტები აპირებენ, რომ კინოთეატრ “ამირანის” შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი შექმნან და „სირცხვილის კორიდორი” მოაწყონ.

“სრული მობილიზაციაა. ყველა რეგიონიდან არიან დაძრული ჩვენი მხარდამჭერები. არ მივცემთ კინოს ადმინისტრაციას და მესვეურებს ამ ფილმის გაშვების საშუალებას, არ შევუშვებთ შენობაში, ჩვენ დავდგებით და კი ბატონო, მოვიდნენ და გადაგვიარონ…

ჩვენ განვთავსდებით კინოთეატრის მიმდებარედ და გავაკეთებთ სირცხვილის კორიდორს, რომელშიც გასვლა მოუწევთ ფილმის შემქმნელებს და მესვეურთ. ძირითადი მობილიზება კინოთეატრ “ამირანთანაა”, მცირე ჯგუფები განთავსდებიან ყველა კინოთეატრთან,” – აღნიშნა ბრეგაძემ.

“ქართული მარშის” ლიდერი ფილმის ლობისტებად გიგა ბოკერიას, „ევროპულ საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობას”, რესპუბლიკური პარტიასა და არასამთავრობოებს ასახელებს.

„ქართული მარშის“ გარდა, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან მობილიზებას გეგმავს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს.

ფილმის ჩვენების ჩაშლით იმუქრება ბიზნესმენი ლევან ვასაძეც, რომლებიც ვერის ბაღში 16:00 საათზე, ბათუმში კი 17:00 საათზე შეიკრიბებიან.

ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

Facebook Comments
%d bloggers like this: