ეკონომიკა

უკრაინიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა გამოვლინდა. შემთხვევა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ დაფიქსირდა. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23380კგ.) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა.

„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა“, – ნათქვამია  სემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni