უცხოური მედია

უკრაინული ტელეკომპანიის სტუდია შეიარაღებულმა ნიღბიანებმა დაიკავეს (ვიდეო)

უკრაინული ტელეკომპანია Прямой-ს სტუდიაში შიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ და თითქოსდა, წამყვანი დაჭრეს. მარათონის „თავისუფალ სიტყვაზე შეტევა“ ფრაგმენტი YouTube-ზე გამოქვეყნდა.

თავდასხმა ინსცენირებული აღმოჩნდა. კომუფლიაჟებში გამოწყობილი მამაკაცები სტუდიაში სროლით შეცვივდნენ და რუსულ ენაზე ყვიროდნენ. მათ დანახვაზე გადაცემის წამყვანი ძირს დავარდა. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა მასთან ერთად სელფი გადაიღეს, კარგი ეთერი უსურვეს და სტუდია დატოვეს. 

„გორდონ.უა“-ს ინფორმაციით, ტელეკომპანიის თანამშრომლებმა ასეთი მეთოდით უპასუხეს სამართალდამცველებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიის მფლობელთან ჩხრეკა ჩაატარეს. 

ტელეკომპანია  Прямой უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან ასოცირდება. საპრეზიდენტო არჩევნების დროს მას პოროშენკოს პიარისა და მისი ოპონენტების, ვლადიმერ ზელენსკისა და იულია ტიმოშენკოზე თავდასხმების გამო აკრიტიკებდნენ. 

Facebook Comments