„ქართული მარში“ მოსახლეობას ჰპირდება რომ გეი სიყვარულზე ფილმის პრემიერა არ შედგება

„ქართული მარში“ ფილარმონიასთან 16:00 საათზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის მიზნით შეიკრიბება. 

ორგანიზაციის ლიდერმა მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ყველა კინოთეატრის ბლოკირებას გეგმავენ, თუმცა გამორიცხავენ ძალადობრივ დაპირისპირებას. 

სანდრო ბრეგაძე საქართველოს მოსახლეობას ჰპირდება, რომ ფილმის პრემიერა არ შედგება. 

„ქართული მარშის“ გარდა, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან მობილიზებას გეგმავს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს.

მთავარი პროტესტის ობიექტად კი აქტივისტი კინოთეატრ „ამირანს“ ასახელებს. ფილმის ჩვენებას კიდევ ერთი ჯგუფი გააპროტესტებს. ბიზნესმენ ვასაძის მხარდამჭერები, რომლებიც ასევე პრემიერის ჩაშლით იმუქრებიან, ვერის ბაღში 16:00 საათზე, ბათუმში კი 17:00 საათზე შეიკრიბებიან.  

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: