სამართალი

შსს ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შესწავლას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების შესწავლას იწყებს. ამის შესახებ ​შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ცაციაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა. დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ კინოთეატრ „ამირანთან“ პოლიცია გამოიძახა. მისი თქმით, აფიშაზე არ არის დატანილი, ინფორმაცია რომ ფილმის ყურება 18 წლამდე ასაკის მაყურებლებისთვის დაშვებული არ არის. 

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. 

Facebook Comments