Advertisements

“ჯგუფებად გავიყოფით და გავნაწილდებით” – ფალავანდიშვილი ფილმის პრემიერის ჩასაშლელად ემზადება

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ დღეს, 8 ნო­ემ­ბერს ყვე­ლა იმ კი­ნო­თე­ატრთან იქ­ნე­ბი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, სა­დაც ფილ­მის „და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ“ პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მთა­ვა­რი ლო­კა­ცია კი­ნო­თე­ატ­რი „ამი­რა­ნი“ იქ­ნე­ბა.

Nusagi

„კი­ნო­თე­ატ­რი „ამი­რან­ში“ დიდი დარ­ბა­ზია და სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ მივ­ლენ სა­ელ­ჩო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ბი­ლე­თე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­ყი­დუ­ლია სა­ელ­ჩო­ებ­ზე, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს და არა მგო­ნია ვცდე­ბო­დეთ. ჩვენ ვეც­დე­ბით, რომ ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე ეს კი­ნოჩ­ვე­ნე­ბა ჩავ­შა­ლოთ. ჯგუ­ფე­ბად გა­ვი­ყო­ფით და გავ­ნა­წილ­დე­ბით. ვნა­ხოთ, რო­გორ გვე­ყო­ფა ძა­ლე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კი­ნოჩ­ვე­ნე­ბის ჩაშ­ლის მშვი­დო­ბი­ან მე­თო­დებს შო­რის კი­ნო­დარ­ბა­ზის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბა და კი­ნო­თე­ატ­რე­ბის შე­სას­ვლე­ლე­ბის სხვა­დას­ხვა მე­თო­დით ბლო­კი­რე­ბაა.

„თუ მთავ­რო­ბამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც ამ სი­ბინ­ძუ­რის გაშ­ვე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ჩა­ა­ტა­რე­ბი­ნა უმ­ცი­რე­სო­ბას რომ ეძა­ხი­ან ამ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლურ პრო­პა­გან­დას, ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, რომ რუს­თა­ვე­ლის­კენ და­ვიძ­რათ და აღარ და­ვი­შა­ლოთ, ვიდ­რე მთავ­რო­ბა არ გა­დად­გე­ბა, რად­გან ამათ დევ­ნა უკვე აუ­ტა­ნე­ლი გახ­და“, – გა­ნა­ცხა­და გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქარ­თულ-შვე­დუ­რი, ლე­ვან აკი­ნის ფილ­მის “და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ” საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბა თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში დღეს გა­ი­მარ­თე­ბა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed