საზოგადოება

კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცრაზმია მობილიზებული

თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცრაზმია მობილიზებული .

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები კინოთეატრ „ამირანში“ შესვლას ცდილობენ, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა, ე.წ. პიროტექნიკა ისროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა კინოში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.

აქციები ასევე იმართება ბათუმში და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთანაც.

პოლიცია კინოთეატრ „ამირანთან“ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცველთა მითითებებს დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured