ხელოვნება და კულტურა

ქართული სასიყვარულო გეი-დრამის მთავარი როლის შემსრულებელი – ძალიან გახსნილი ადამიანები ვართ, ყველანაირ აზრს ვიღებთ

პირველი ქართული გეი-დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ბაჩი ვალიშვილი აცხადებს, რომ კრიტიკის უფლება ყველას აქვს,  ოღონდ კანონის ფარგლებში.

„ძალიან გახსნილი ადამიანები ვართ, ყველანაირ აზრს ვიღებთ, ყველანაირ აზრს აქვს არსებობის უფლება, ოღონდ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ფორმით და რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში უნდა იყოს“,-აცხადებს ბაჩი ვალიშვილი.

დღეს, ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით, კინოთეტრებთან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. კინოთეატრების დაცვის თანამშრომლები აცხადებენ, რომ შსს-სთან აქტიურად თანამშრომლობენ.

შსს იმ ჯგუფებს, რომლებიც პრემიერის ჩაშლით იმუქრებიან, წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.

Facebook Comments