პოლიტიკა

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელება იქნება

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იქნება ლოგიკური გაგრძელება სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც აშშ-საქართველოს შორის არსებობს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი გამოცემა „ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას.

მისი თქმით, პუბლიკაცია მოიცავს მნიშვნელოვან გზავნილებს, როგორ უნდა განვითარდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა.

„ის, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იქნება ლოგიკური გაგრძელება იმ სტრატეგიული ურთიერთობისა, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს, ეს საქართველოს მთავრობისთვის ნათელია და ამ მიმართულებით, დიდი ხანია ვმუშაობთ. საქართველო არის აშშ-ის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი რეგიონში. ჩვენი ურთიერთობა მრავალგანზომილებიანია და ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილებას ექნება რამდენიმე განზომილება – პოლიტიკური, ეკონომიკური და რა თქმა უნდა, სტრატეგიული. ეს იქნება ნათელი გზავნილი ყველა სახელმწიფოსთვის, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება და ეს განვითარება მოიცავს ეკონომიკურ განზომილებასაც“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Facebook Comments