Advertisements

თბილისში 41 წლის კაცი მე-6 სართულიდან გადახტა

თბილისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულიდან მამაკაცი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა.

მეზობლების თქმით, კაცი 41 წლის იყო და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. შემთხვევა ვარკეთილში ცოტა ხნის წინ მოხდა.

“პირველს” შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed