უცხოური მედია

საფრანგეთის სკოლებში მობილურის გამოყენება აიკრძალა

საფრანგეთმა სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აკრძალა. შეზღუდვა 6-დან 15 წლამდე მოსწავლეებზე ვრცელდება და ქვეყნის უკლებლივ ყველა სკოლაზე ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ მობილური ტელეფონებით სარგებლობა საკლასო ოთახებში ისედაც შეზღუდული იყო, თუმცა წესები სკოლის მთელ ტერიტორიაზე მკაცრდება. ბავშვები ვერც შესვენების დროს და ვერც სკოლის სასადილოში შეძლებენ მობილურის გამოყენებას.

ცვლილებების ინიციატორები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე მოწყობილობების წყალობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლის 12 მილიონი მოსწავლე კონცენტრაციის უნარს კარგავს. ახალი წესი კი, სკოლის მოსწავლეებს ცოდნის მიღების დროს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციაში დაეხმარება, ასევე, ხელს შეუწყობს დისციპლინას.

სკოლის მოსწავლეებს როგორც საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას და ასევე, შესვენების დროს, საკუთარი მობილური ტელეფონების გამორთვა და კარადაში შენახავა დაევალათ.

აღსანიშნავია, რომ განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმა, კერძოდ, სკოლებში ტელეფონების აკრძალვა, ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. საფრანგეთის განათლების მინისტრმა რეფორმას „21-ე საუკუნის კანონი“ უწოდა.

„ტექნოლოგიების სიკეთეების მიღება არ ნიშნავს, რომ ის მუდმივად გამოვიყენოთ“- ამბობს ჟან-მიშელ ბლანკერი

ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ ახალი წესი სკოლებში, ბავშვებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემას აღმოფხვრის.

წყარო:fortuna.ge

Facebook Comments