საზოგადოება

თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას “პირველი” უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2019 წლის 7 ოქტომბრის N 594 ბრძანების საფუძველზე, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში კონკრეტული ნაბიჯები ჯერ კიდევ აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებამდე გადაიდგა. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური საინვენტარიზაციო კომისია, რომელსაც დაევალა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ინვენტარიზაციის ჩატარება.

ბრძანების შესაბამისად დაიწყო ინვენტარიზაციის პროცესი, რომელიც მოიცავს ყველა სახის აქტივების სავალდებულო ინვენტარიზაციას, მათ შორის იმ აქტივების აღრიცხვას, რომელიც წლების განმავლობაში არ იყო აღრიცხული და შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დასკვნა 2018 წლის 31 დეკემბრის პერიოდსეხება, თუმცა აქტივების აღრიცხვისა და შეფასების პრობლემა ათწლეულებია არსებობს. სამინისტროს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა ჯარებიდან მიღებული აქტივებით იწყება. აღსანიშნავია, რომ არ ხდებოდა სისტემური რეგისტრაციები, რომელიც ხორციელდებოდა მხოლოდერთეულ ობიექტებზე, იყო მიღება-ჩაბარების თუ აღრიცხვის კუთხით უზუსტობები, გაუმართავი პროცედურები და ასევე, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა. თავდაცვის უწყებისმიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით, დაიწყო ამ პრობლემის გადაჭრის პროცესი, რაც წლების განმავლობაში მოუგვარებელი და უყურადღებოდ დატოვებული იყო. გეგმის თანახმად ასევე დაწყებულია მუშაობა ქონების აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის შემუშავების მიზნითაც, რაც შემდგომში უზრუნველყობს ერთიანი სისტემის დამკვიდრებას და გამორიცხავს აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ უზუსტობებს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments