ილია მეორე: ერთი რამ გვახასიათებს, ადამიანს არ ვაფასებთ

„ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი, ეს დაიმახსოვრეთ“, – ამ სიტყვებით პატრიარქმა სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებისას მიმართა. ილია მეორემ ეს სიტყვები რამდენჯერმე გაიმეორა და თქვა, რომ „ჩვენ ძალიან ზერელედ ვუყურებთ ადამიანის არსებობას“. 

„ადამიანს უნდა გაუფრთხილდეთ. ღმერთი გვაძლევს სიმშვიდეს, სიკეთეს. ყოველი ადამიანი ერთი იბადება დედამიწაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. ჩვენ უნდა ვეძებოთ ადამიანები, რომლებიც თავდადებულნი არიან სამშობლოსთვის. ჩვენ გვახასიათებს ერთი რამ-არ ვაფასებთ ადამიანს, არ გვესმის, როგორი დიდი საუნჯეა თოთოეული თქვენგანი. მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანი ქმნის ისტორიას, ნიჭიერი ადამიანი ქმნის ისტორიას“, – აღნიშნა ილია მეორემ.

სინოდის სხდომის შემდეგ ეს პატრიარქის პირველი ქადაგება იყო.  

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: