რელიგია

მეუფე გრიგოლი: უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ქართული ეკლესიის გადაწყვეტილების დროც დადგება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ამბობს, რომ ეკლესიაში შექმინილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ქართული ეკლესიის გადაწყვეტილების საკითხმა უკან გადაიწია თუმცა, ამ თემის განხილვის დრო აუცილებლად დადგება.

“მნიშვნელოვანი ის არ არის მე ვუჭერ თუ არა მხარს. მნიშვნელოვანი არის ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია და ამის დროც დადგება, ვფიქრობ რომ დღეს ისეთ საგანგებო მდგომარეობაში ვართ ყველა საკითხმა უკან დაიხია, მთავარია სიმშვიდე,”- განაცხადა მეუფე გრიგოლმა

1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ, კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს უწყებათა სამსახურის წარმომადგენელმა იღუმენმა მიქაელ ბრეგვაძემ განაცხადა.

მისი თქმით ქართული მხარე ჯერ კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას დაელოდება, რათა ყველა ეკლესიასთან კონსესუსი შედგეს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni