საზოგადოება

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეები დღეს ისევ შეიკრიბებიან

ინოთეატრ „ამირანთან“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგეები დღეს ისევ შეიკრიბებიან.  აქციის მონაწილეები შეკრებას 18:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანთან“ გეგმავენ. 

დეკანოზმა დავით ისაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სიცრუეა, თითქოს ფილმის პრემიერას ბევრი ხალხი ესწრებოდა და რომ ყველა ბილეთი გაიყიდა. დეკანოზი აცხადებს, რომ „პროტესტმა შედეგი გამოიღო და მიზანს მიაღწიეს“.

10 ნოემბერი, ფილმის ჩვენების მესამე და სერიის ბოლო დღეა. მისი ჩვენების ჩაშლით „ქართული მარში“, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდა. 

Facebook Comments