რელიგია

შექმნილია კრიზისული სიტუაცია – მიმდინარეობს ემოციური დუღუილის პროცესი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი ეკლესიაში შექმნილ ვითარებას კრიზისულს უწოდებს, გამოსავალს კი, ემოციების გავლის შემდეგ გარკვეული საკითხების მშვიდ გარემოში გადაჭრაში ხედავს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ნებისმიერი, თუნდაც კეთილი განზრახვით გამოთქმული მოსაზრება და სახალხო სასამარლოში ჩართვა არსწორი იქნება.

“უაკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენს თვალწინ განვითარდა პროცესი, რაც თავისი არსით არის უმძმესი და ურთულესი, მღელვარებამ მოიცვა მთელი საზოგადოება. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი სახალხო სასამართლოში ჩართვა, მით უფრო რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ემოციური დუღუილის პროცესი და ნებისმიერი მხრიდან გაკეთებული ყოველი განცხადება თუნდაც კეთილი განზრახვით ნაკარნახევი აზრი ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამამაძიმებელი შეიძლება აღმოჩნდეს. დღის წესრიგში ერთადერთი და უმთავრესი ამოცანა დგას, შექმნილი კრიზისული ვითარების დაძლევა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბრის გაგრძელება იმ რეჟიმში და იმ გარემოში, რომელიც საშუალებას მოგვცეს ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემოების განრიდებულად ვიზრუნოთ არსებული პრობლემების დაძლევასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის”, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.

მისივე თქმით, ეკლესიაში შექმინილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ქართული ეკლესიის გადაწყვეტილების საკითხმა უკან გადაიწია თუმცა, ამ თემის განხილვის დრო აუცილებლად დადგება.

“მნიშვნელოვანი ის არ არის მე ვუჭერ თუ არა მხარს. მნიშვნელოვანი არის ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია და ამის დროც დადგება, ვფიქრობ რომ დღეს ისეთ საგანგებო მდგომარეობაში ვართ ყველა საკითხმა უკან დაიხია, მთავარია სიმშვიდე,”- განაცხადა მეუფე.

Facebook Comments