ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს

საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც საკუთარი თანამშრომლის ძალადობაში ედება ბრალი, ღამე მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატმა ღამე ინფარქტი გადაიტანა.

ექიმის ინფორმაციით, ჯიშკარიანს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტრადა და ახლა ინტენსიურ ბლოკში იმყოფება.

“გუშინაც ქონია ტკივილი, თუმცა გუშინ იყო უფრო ინტენსიური და გაუსაძლისი ტკივილი, რის გამოც მოხვდა პაციენტის კლინიკაში ტრანსპორტირება. მას ჩაუტარდა ანგიოპლასტიკა, სამი სტენტით. ამ დროისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა საყურადღებო. პაციენტი ინტენსიურ ბლოკში იმყოფება “, – განაცხადა ექიმმა თამუნა ჭიხორიამ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ილია ჯიშკარიანის მიმართ ბრალდება ორი მუხლით არის წარდგენილი: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

Facebook Comments
%d bloggers like this: