გიორგი გაბუნია- მღვდელმა ჯოისტიკივით დაიჭირა ხელში ჩემი ერთი ადგილი

პატრიარქზე გადასხმული ცივი წყლის შემდეგ ჯაჭვური რეაქცია დაიწყო. ადამიანებმა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დუმილს არჩევდნენ, საჯაროდ დაიწყეს სასულიერო პირების მხილება. გადავწყვიტე, მეც მივიღო ამაში მონაწილეობა,-ამ სიტყვებით დაიწყო გიორგი გაბუნიამ „პოსტ სკრიპტუმის“ გუშინდელი გამოშვება. გაბუნიამ პირდაპირი ეთერიდან ფეისბუქის ლაივ-რეჟიმიც ჩართო.

ჟურნალისტის თქმით, წლების წინ თვითონაც გახდა სასულიერი პირის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.

„ჩემი ისტორია ასეთია, წლების წინ, პირტიტველი ჭაბუკი შევდივარ წმინდა გიორგი სახელობის ერთ-ერთ ეკლესიაში. ვეცნობი სიტუაციას და ცოტა ხანში ჩემთან მოდის მღვდელი, რომელმაც მითხრა, ტაძარს დაგათვალიერებინებო. მე დავეთანხმე. ნელ-ნელა მივუყვებით კედლებს, ცოტა ხანში ვგრძნობ, რომ წინ რაღაც შემეხო, ირგვლივ არაფერი იყო, მივხვდი, რომ მღვდელი იყო და ვიფიქრე, ხელი მოუხვდა თქო, გავაგრძელეთ ექსკურსია, ცოტა ხანში ძალიან აშკარა შეხება ვიგრძენი, ვიოლინოსავით ჩამისვა ხელი, აი ასე. წარმოიდგინეთ, აღმოვაჩინე, რომ მღვდელი წინ მისვამს ხელს.

მივედით საკურთხევლამდე და მეუბნება, შემოდი და ისეთ რაღაცეებს გაჩვენებო… წესით უნდა მეთქვა, კარგად იყავი მეთქი, მაგრამ მაინტერესებდა საკურთხეველში რა ხდებოდა და შევყევი. იქ სრულიად მარტო დავრჩით. ისევ აგრძელებს მოყოლას, მათვალიერებინებს და რაღაც ეტაპზე მეუბნება, მიდი, ნუ გერიდება, შეეხე ნახატებს და ნახეო, ამ დროს თვითონ ისეთი მომისვა, ჯოისტიკივით დაიჭირა ჩემი ერთი ადგილი. აშკარად მივხვდი, რომ იწყებოდა სექსი მღვდელთან საკურთხეველში. ვეუბნები, მადლობა, უნდა წავიდე მეთქი, ის კი მეუბნება, მოდი სამრეკლოზე უნდა აგიყვანოო, მე უარი ვუთხარი, მან მითხრა, რისი შეგეშინდაო. ამ დროს მითხრა კარგი, წადიო და გამომიყვანა. მალე მიხვდებით, ასე ადვილად რატომ გამომიშვა. მან თვალი ჩამიკრა, კარგად იყავიო, ისე უხერხულად ვგრძნობდი თავს, ნელ-ნელა მივდივარ კარისკენ, მივედი როგორც იქნა და გამოვიხედე და რას ვხედავ- უკვე შემდეგ ბიჭი მიყავს საკურთხევლისკენ. წარმოიდგინეთ, ამ მღვდელს წლების განმავლობაში რამდენი ბიჭი ყავს „სამრეკლოზე აყვანილი“. იმ ტაძარში მე მას შემდეგ არ შევსულვარ. ეს სრული სიმართლეა, მე შესაძლოა, ირონიით მოვეკიდე ამ ამბავს, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ეს ცხოვრების დამანგრეველია“,-აცხადებს გიორგი გაბუნია.

Facebook Comments
%d bloggers like this: